„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი შეხვედრა

1 აგვისტო 2016
 ა.წ. 29 ივლისს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროექტმა საბოლოო მმართველი კომიტეტის შეხვედრა გამართა. 
შეხვედრისას კომიტეტის წევრებმა მიმოიხილეს 2015 წლის იანვრიდან განხორციელებული აქტივობები და შეაჯამეს მიღწეული წარმატებები. 
პროექტმა 18 თვის მანძილზე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ბაზის გადახედვას, ასოციაციის მართვის უნარების გაძლიერებას, ეთიკის კომისიის საქმიანობას, განგრძობად იურიდიულ განათლებასა და საკვალიფიკაციო გამოცდას. 
შედეგად, მომზადდა არაერთი რეკომენდაცია როგორც ასოციაციის საქმიანობის, ისე გამოცდის ფორმატის დახვეწის კუთხით, შემუშავდა და განახლდა ტრენინგის დაგეგმვის ფორმები, გამოქვეყნდა ეთიკის კომისიის 2014-16 წლების პრეცედენტების კრებული; 
პროფესიაში შესვლისას მოსამზადებელი კურსის სასწავლო და სტაჟირების კომპონენტებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდათ ასოციაციის წევრებს, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით.
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ „სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს“ ფარგლებში. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი